ბუღალტრული აღრიცხვა, აუთსორსინგი
ბუღალტრული აღრიცხვა, აუთსორსინგი
რამდენიმე წელია ჩვენი ფირმა წარმატებით აწარმოებს კლიენტების ბუღალტრულ აღრიცხვას. ფირმაში ამ მიმართულებას კურირებს ერთ-ერთი პარტნიორი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ სპეციალისტებს შეუძლიათ სრული მასშტაბით, მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართონ თქვენი ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა.
How We Can Help
Accounting Services
ბეიკერ ტილი ჯორჯიას განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა შიდა კონტროლისა და ბუღალტრული სისტემის ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში გამოიხატებოდა კლიენტისათვის შიდაკონტროლისა და ბუღალტრული აღრიცხვის სახელმძღვანელოების მომზადებაში. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მომსახურება მოიცავდა შიდა კონტროლისა და ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის დანერგვის მონიტორინგსაც.
ბეიკერ ტილი ჯორჯიას ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგის მომსახურება გაძლევთ საშუალებას ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე, ხოლო ჩვენი სპეციალისტები იზრუნებენ თქვენი კომპანიის საგადასახადო რეგულაციებითა და სხვა საკანონმდებლო შეზღუდვებით გართულებული ფუნქციის – აღრიცხვის, ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების წარმოების მაღალპროფესიულ დონეზე გაძღოლაზე. ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგი მოგცემთ საშუალებას ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თქვენს კორპორატიულ სტრუქტურას, ხარჯებს და, ამავე დროს, მიიღოთ ხარისხობრივად უკეთესი შედეგი. ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურება და არა მხოლოდ:
Payroll Services
საბუღალტრო აღრიცხვა;
საგადასახადო აღრიცხვა და დეკლარირება;
ფართო სპექტრის შიდა ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისათვის;
კომპანიის პირველადი დოკუმენტაციის შედგენა;
არასრულყოფილი აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება, აღდგენა;
საბანკო და საკასო ოპერაციების ორგანიზება და აღრიცხვა;
ფინანსური ანგარიშგების მომზადება სხვადასხვა სააღრიცხვო სტრუქტურული საფუძვლების შესაბამისად (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (ფასს), საჯარო სექტორის სააღრიცხვო სტანდარტები, არამომგებიანი სექტორის სააღრიცხვო სტანდარტები, მცირე საშუალო საწარმოთა ფასს და სხვა;
მმართველობითი აღრიცხვა;
შრომის ანაზღაურების წარმოება, აღრიცხვა, ანგარიშგება;
სააღრიცხვო პოლიტიკის შედგენა;
არსებული აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაცია.
ჩვენ მოხარული ვართ მოვემსახუროთ ყველა დარგისა და სიდიდის სამეწარმეო და არასამეწარმეო ერთეულს და გვაქვს ამბიცია შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს მათზე მორგებული მომსახურება მათვის მისაღებ ფასად.
Who Needs Accounting Outsourcing Services?
Essentially, any organisation – start-up companies, businesses large and small and even not-for-profit organisations – that deals with financial transactions and has reporting requirements would benefit from outsourcing services.
George Bliadze
Head of Outsourcing
Tel./Fax: +995 32 2438999 (101)
Mobile: +995 577923030
E-mail: gbliadze@bakertilly.ge